ახალი ამბები

პეტრო პოროშენკო ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფება

19 ივლისი, 2017 • 1386
პეტრო პოროშენკო ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან.

პოროშენკო და მარგელაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან. ადგილობრვები მათ საკუთარი პრობლემების შესახებ ესაუბრებიან.

პეტრო პოროშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. უკრიაინის პრეზიდენტი საქართველოში 17 ივლისს ჩამოვიდა. 18 ივლისს მან უკვე გამართა სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება.

მესტიაში- მარგიანების სახლ-მუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, ასევე, ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს.

ბათუმში კი უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდება.

ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო – უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი