ახალი ამბები

ბიზნესმენი საქართველოდან უმცროსი ტრამპის სკანდალური შეხვედრის მონაწილეა

19 ივლისი, 2017 • 2356
ბიზნესმენი საქართველოდან უმცროსი ტრამპის სკანდალური შეხვედრის მონაწილეა

მერვე ადამიანი, რომელიც 2016 წლის ივნისში ტრამპ უმცროსისა და რუსეთის მოქალაქე ადვოკატის შეხვედრას ესწრებოდა, 52 წლის ირაკლი [ike] კაველაძეა. საუბარია სკანდალურ შეხვედრაზე, რომელიც ამერიკული მედიის ყურადღების ცენტშია.

ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ირაკლი კაველაძე 52 წლისაა და რუს  არას აგალაროვის დეველოპერული კომპანიის Crocus Group-ის ვიცეპრეზიდენტია. ის შეხვედრაზე სწორედ ამ ბიზნესმენის ინტერესებს წარმოადგენდა. აგალაროვმა 2013 წელს მის სამყაროს სილამაზის კონკურსს უმასპინძლა მოსკოვში. ამ კონკურსს დონალდ ტრამპი ატარებს.

ირაკლი კაველაძე

2016 წლის ივნისში უმცროსი ტრამპი ამერიკაში შეხვდა რუს ადვოკატ ნატალი ვასელნიცკაიას. თავდაპირველად დონალდ ტრამპის ვაჟიშვილმა თქვა, რომ შეხვედრა რუსეთიდან ამერიკაში ბავშვების გაშვილების თემებს შეეხებოდა, თუმცა გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ რუსი ადვოკატის ერთ-ერთი მიზანი საარჩევნო კამპანიაში ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო მასალების ტრამპის შტაბისათვის გადაცემა იყო.

როგორც ცნობილია, ამერიკაში არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ეს შეხვედრაც სწორედ ამიტომაა აქტუალური.

კაველაძე საქართველოშია დაბადებული. ის 1990-იანი წლების დასაწყისში წავიდა აშშ-ში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი