ახალი ამბები

ოპოზიციასთან კონსულტაციების შესაძლო ფორმატებს უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ

19 ივლისი, 2017 • 1555
ოპოზიციასთან კონსულტაციების შესაძლო ფორმატებს უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ

დღეს, 18:00 საათზე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“შევაჯამებთ და განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის შედეგებს, რომელზეც ახალ კონსტიტუციასთან ერთად, თამბაქოს კონტროლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სხვა სფეროებში არაერთი მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ. ვიმსჯელებთ წინასაარჩევნო კამპანიის ამოცანებზე და განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან კონსულტაციების შესაძლო ფორმატებს, რომელიც საშემოდგომო სესიამდე გაიმართება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ოპოზიციასთან თანამშრომლობის და კონსენსუსის მოძებნის პირობა დადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი