ახალი ამბები

„თერჯოლამედში“ 2 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

19 ივლისი, 2017 • 2554
„თერჯოლამედში“ 2 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

კლინიკა „თერჯოლამედში“ 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. დაღუპულის ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვმა ლავიწის ძვლის მოტეხილობა მიიღო, რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია.

ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვის დაღუპვა ექიმების არაპროფესიონალიზმმა გამოიწვია.

გარდაცვლილი 2 წლის პაციენტის საქმის შესწავლას რეგულირების სააგენტოს კომისია დღეიდან დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი