ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სონენშაინი რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს ეწვევა

12 აპრილი, 2013 • 920
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სონენშაინი რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს ეწვევა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, 8–16 აპრილს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ტარა სონენშაინი რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს ეწვევა.


13–16 აპრილს, თბილისში ყოფნისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელს. მემორანდუმი საქართველოში ფულბრაიტის სტიპენდიის გაფართოებას ითვალისწინებს. სახელმწიფო მდივნის მოადგილე სონენშაინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება და გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე ლექციას წაიკითხავს.


თბილისში ვიზიტისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქალ ჟურნალისტებსა და ამერიკული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს, აგრეთვე, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი