ახალი ამბები

ანონსი: 19 ივლისი

18 ივლისი, 2017 • 1893
ანონსი: 19 ივლისი

გთავაზობთ 19 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 სთ-ზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართება ბრიფინგი. ამ ეტაპზე აგრარულ დარგში არსებულ რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ინფორმაციას ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრი მიაწვდის. საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599502619

14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

ასევე გრძელდება “ამბასადორიალი 2017”:

09:00 10:15 სთ. – პანელი II – დემოკრატიული განვითარება

– მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი;
– სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა;

მოდერატორი: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე
სტუმრები: ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
ადგილი: საქართველოს პარლამტი, სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, მე-3 სართული)

მასალების გადაბეჭდვის წესი