ახალი ამბები

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

12 აპრილი, 2013 • 1077
ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 2013 წლის 11 აპრილს ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით  თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა 1965 წელს დაბადებულ დავით წიქარიშვილს.

 

გიორგი ხ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მოკლულის ზურგჩანთა, მობილური ტელეფონი და საფულე გაიტაცა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

“ძიების მსვლელობისას შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს და გიორგი ხ-ს  სისხლის სამართლის სხვა მუხლებითაც წარედგინოს ბრალდება”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი