გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ციანიდის შეძენა მას შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა. თუმცა, საბოლოოდ, არ შეუძენია.
დღეს, 18 ივლისს, “ციანიდის საქმეზე” დაკითხეს პატრიაქრის დისშვილი, ქეთევან შიოლაშვილი. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
“ქალბატონმა ქეთევანმა ისაუბრა იმ ურთიერთობებზე, რაც გააჩნია მას ქალბატონ შორენა თეთრუაშვილთან; კლინიკასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობა იყო, როგორი მდგომარეობა ყველაფერი. დანარჩენი, კონკრეტული არაფერი იყო.
რაც ჩვენ გვაინტერესებდა, აბსლურურად ყველაფერზე მივიღეთ პასუხი. უბრალოდ, ყველაფერი ეს, გარკვეულწილად, უკვე სცდება იმ ბრალის შინაარსს, რაც წაყენებული აქვს მამა გიორგის,” – განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
“ციანიდის საქმეზე” საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.
სრული სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებს – ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვა — გომელაური პოლიციელთა მიერ ელისაშვილის ცემაზე
გომელაური პოლიციელთა მიერ აქციაზე ხალხის ცემაზე: გამოიწვია გაუგონარმა შეურაცხყოფამ
საქართველოს რეალური საფრთხე რუსიფიკაციაა და არა წარმოსახვითი „უკრაინიზაცია“ — უკრაინის საგარეო