ახალი ამბები

ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვებად სცნო

11 აპრილი, 2013 • 1052
ურუგვაის საკანონმდებლო ორგანომ ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვებად სცნო

ბი–ბი–სის ცნობით, არგენტინის შემდეგ ურუგვაი მეორე სამხრეთამერიკული ქვეყანა ხდება, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას დასაშვებად სცნობს.

 

ბი–ბი–სის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობისა, ამ კანონპროექტს ურუგვაის კონგრესის 92 დეპუტატიდან მხარი 72–მა დაუჭირა. სავარაუდოდ, კანონპროექტი ძალაში მომდევნო ორი კვირის მანძილზე შევა.

 

კანონპროექტის მხარდამჭერმა აქტივისტებმა კონგრესის გადაწყვეტილება დედაქალაქში გამართული აქციით აღნიშნეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი