ახალი ამბები

პოროშენკოს თქმით, საბჭოთა რეპრესიების დროს მისი ცოლის ბებია-ბაბუა თბილისმა გადაარჩინა

18 ივლისი, 2017 • 2974
პოროშენკოს თქმით, საბჭოთა რეპრესიების დროს მისი ცოლის ბებია-ბაბუა თბილისმა გადაარჩინა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ საბჭოთა რეპრესიებთან დაკავშირებით მის ოჯახს თბილისთან პერსონალური, პოზიტიური გამოცდილება აკავშირებს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველებსა და უკრაინელებს არაერთი პერსონალური ისტორია აკავშირებთ, რაც საბოლოო ჯამში, ორი ქვეყნის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობებისათვის საფუძველს ქმნის.

“1933 წელს, “გოლოდომორის” დროს, ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა იძულებული იყო თბილისში გაქცეულიყო. ის საქართველომ გადაარჩინა”, – თქვა პოროშენკომ.

“ჩემი მეუღლის ბებია ანა ნადეჟდინა 1944 წელს სტალინგრადიდან თბილისში იყო ევაკურირებული. ის აქ, თბილისში, წითელი არმიის ქუჩაზე ცხოვრობდა. იმედი მაქვს, რომ ამ სახლს ახლა მოვინახულებ და მადლობას გადვუხდი ჩემი ოჯახის დახმარებისთვის”, – განაცხადა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკოსა და უკრაინის მთავრობის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად თბილისში უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკოც იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი