ახალი ამბები

პოროშენკო: საქართველო და უკრაინა მსგავსი საფრთხეების წინაშე დგანან

18 ივლისი, 2017 • 2093
პოროშენკო: საქართველო და უკრაინა მსგავსი საფრთხეების წინაშე დგანან

“ჩვენ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც უკრაინა ძალიან ენდობა”, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

“4 დღეში საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღვნიშნავთ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თბილისში ყოფნა. დიპლომატიური ურთიერთობები  1918 წელს დავამყარეთ, მაგრამ 100 წლის წინ დამოუკიდებლობა  დავკარგეთ, უკრაინამაც და საქართველომაც”, –  თქვა პოროშენკომ.

მისივე თქმით, საქართველოც და უკრაინაც ერთი და იმავე საფრთხეების წინაშე დგანან და არავის “მისცემენ უფლებას, უკარნახონ მომავალი”.

“უკრაინელებს სჯერათ, რომ როგორც ადრე, ძველ დროს,  შეუძლიათ ჰქონდეთ მოძმე ქართველი ხალხის იმედი. ასე იყო 2008 წელს, 2014 წელს და ასეა ახლაც”.

“უკრაინელები თავს ხრიან ქართველი მოძმე ბიჭების ხსოვნის საპატივსაცემოდ, რომლებიც 2014 წელს ჩამოვდინენ უკრაინაში და შეირაღებული ძალებში ჩაიწერნენ. ისინი იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისინი იცავდნენ საქართველოსაც”.

პოროშენკოს ინფორმაციით, საქართველომ და უკრაინამ გააფორმეს დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, რაც ნდობის უმაღლესი ფორმაა.

მისივე თქმით, განიხილება შესაძლებლობები, როგორ უნდა გაძლიერდეს პარტნიორობა ქვეყნებს შორის, ვაჭრობის, ეკონომიკური ურთიერთობების, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და სხვა მიმართულებებით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეები კიდევ უფრო გააძლიერებენ კოორდინაციას საერთაშორისო ინსტიტუციებში ორი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მათ შორის -გაეროში, უშიშროების საბჭოში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი