ახალი ამბები

რატომ არ ესწრებოდა პატრიარქი ამბასადორიალს, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო

18 ივლისი, 2017 • 2130
რატომ არ ესწრებოდა პატრიარქი ამბასადორიალს, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო

დღეს თბილისში “ამბასადორიალი 2017” იმართება, რომლის გახსნაზეც სახელმწიფო პირებთან ერთად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორეც უნდა გამოსულიყო სიტყვით, მაგრამ პარტიარქი ცერემონიას არ დაესწრო. როგორც ილია მეორეს ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს, პარტიარქი შეუძლოდ იყო და დატვირთვას მოარიდეს.

“ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარკეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მოგვარდა ყველაფერი. ახლა კარგად არის. ზედმეტ დატვირთვას გვინდა, რომ მოვარიდოთ. ეს არის ერთადერთი მიზეზი,” – აცხადებს შარტავა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

"ამაბასადორიალი 2017" დღის წესრიგი ფოტო: ნეტგაზეთი

“ამაბასადორიალი 2017” დღის წესრიგი ფოტო: ნეტგაზეთი/ ელენე ხაჭაპურიძე

18 ივლისიდან 21 ივლისამდე თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი