ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქი: ფემინიზმს რუსეთის განადგურება შეუძლია

10 აპრილი, 2013 • 1363
რუსეთის პატრიარქი: ფემინიზმს რუსეთის განადგურება შეუძლია

“მე ვფიქრობ, რომ ის ფენომენი, რომელსაც ფემინიზმი ეწოდება, ძალიან სახიფათოა, რადგან ფემინისტური ორგანიზაციები საჯაროდ დეკლარირებენ ქალის ფსედვოთავისუფლებას”, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

 

მისი თქმით, ოჯახურ ცხოვრებაში  მამაკაცები  აქცენტს საგარეო საკითხებზე აკეთებენ, ხოლო ქალები – საშინაო საქმეებზე.

 

“მან [მამაკაცმა] უნდა იმუშაოს, ფული გამოიმუშაოს,  ქალმა კი ფოკუსირება საშინაო საქმეებზე უნდა გააკეთოს, სადაც მისი შვილები არიან და სადაც მისი სახლია”, – აღნიშნა კირილმა და დასძინა, რომ თუ ქალის ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დაინგრევა, მაშინ ყველაფერი დაინგრევა, “ოჯახი და, თუ გნებავთ, სამშობლოც”.

 

პატრიარქი კირილი ფიქრობს, რომ ფემინიზმი ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ფენომენია, თუმცა, რუსეთის პატრიარქის განცხადებით, იგი ზოგადად ქალების პოლიტიკასა და ბიზნესში საქმიანობის წინააღმდეგი არ არის.

 

შეგახსენებთ, რომ კირილმა თავის დროზე რუსული პანკ ჯგუფის, “pussy riot”-ის ქმედებები დაგმო. ფემინისტები რუსეთის სასულიერო და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულან და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში დაუდანაშაულებიათ. ბოლოს ასეთი შემთხვევა გერმანიაში მოხდა, სადაც ვიზიტად მყოფი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ აქცია ფემინისტურმა მოძრაობა “ფემენმა” გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი