ახალი ამბები

ანონსი: 18 ივლისი

17 ივლისი, 2017 • 1838
ანონსი: 18 ივლისი

10:00 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა რეგიონული შეხვედრა გაიმართება.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. #13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი”

11:00 თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება საერთო სასამართლოების ახალი მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრება.
მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6, შესასვლელი სასამართლოს ეზოს უკანა მხრიდან

11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მიერ წარმოდგენილ მასალებს გაეცნობიან.
შეხვედრის ფარგლებში აღნიშნული გენერალური გეგმის პრეზენტაცია-განხილვა მოეწყობა.

მის: თავისუფლების 2 (თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)

11:00 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად სამუზეუმო ექსპონატებს გადაცემს.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი/რუსთაველის გამზ.# 3

11:00 ,,ქართული ოცნების“ სათაო ოფისთან, ზაზა ხატიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად.

მისამართი: ერეკლე მეორეს მოედანი N 3

12:00 საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) იმსჯელებს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისათვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისათვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე.

12:00 კულტურის სამინისტროში გაიმართება „რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე და ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია გაუძღვებიან.

13:00 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნიან.
საკონტაქტო პირი სოფო მაქაცარია – 59165050

მასალების გადაბეჭდვის წესი