ახალი ამბები

აშშ–ის დელეგაციის ვიზიტი სამხრეთი კავკასიის რეგიონში

10 აპრილი, 2013 • 1109
აშშ–ის დელეგაციის ვიზიტი სამხრეთი კავკასიის რეგიონში

საქართველოში ყოფნისას შეერთებული შტატების დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.

 

“შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასახულ ამოცანები გადაჭრას. დელეგაციის წევრები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან”, – ამ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 

USAID–ის ადმინისტრატორის მოადგილე პეიჯ ალექსანდერი და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში თომას მელია აზერბაიჯანში გაემგზავრებიან და მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. უახლოეს თვეებში სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მელია სომხეთსაც ეწვევა, რათა თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი