ახალი ამბები

28 მარტს თელია დაურეგისტრირებული მანქანით გადაადგილდებოდა

10 აპრილი, 2013 • 1216
28 მარტს თელია დაურეგისტრირებული მანქანით გადაადგილდებოდა

შეგახსენებთ, სწორედ ამ ნომრის ავტომანქანას მართავდა შს სამინისტროს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია 28 მარტს, როდესაც მასსა და საიას თანამშრომელს შორის ინციდენტი მოხდა ბათუმში.


შს სამინისტროს ცნობით, ვალერიან თელია მაშინ ოპერატიული დავალების შესასრულებლად მიდიოდა. სამინისტრომ სწორედ ამით ახსნა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ვალერიან თელიას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, მაგრამ სატრანსპორტო საშუალების საჭეს თავად მართავდა.


მომსახურების სააგენტოდან ინფორმაცია საიას აჭარის ფილიალის იურისტმა რაჟდენ ხიმშიაშვილმა გამოითხოვა.


მასალების გადაბეჭდვის წესი