ახალი ამბები

ახალციხეში, ენმ-ის წევრის თქმით, პოლიტიკური ნიშნით სცემეს

17 ივლისი, 2017 • 2173
ახალციხეში, ენმ-ის წევრის თქმით, პოლიტიკური ნიშნით სცემეს

16 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ამევე სოფელში პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გამგებლობის კანდიდატსა და, როგორც თვითონ ამბობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის. მომხდარზე შშს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. “ქართული ოცნება” კი დროულ გამოძიებას მოითხოვს და მოუწოდებს პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

ენმ-ის წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ტყიდან მომავალ ბეგლარ კაპანაძეს, მის შვილსა და მამას მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებმა გზა 3 მანქანით გადაუკეტეს.

სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში დაშავებულები ცემაში ყოფილ და მოქმედ თვითმმართველობის წევრებს ადანაშაულებენ. ბეგლარ კაბანაძე ამბობს, რომ ისინი სწორედ მისი პარტიული საქმიანობის გამო სცემეს. ფიზიკურ შეურაცხყოფაში ახალციხის მერის ყოფილ მოადგილეს, ზაზა გელაძესაც ადანაშაულებენ. გელაძე გამოცემასთან საუბარში ბრალდებებს უარყოფს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

“პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და  ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს, ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ,” – აცხადებენ პარტიაში.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ფოტოზე ის პირები არიან, ვინც კაპანაძეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ზურგით მდგომი ახალციხეში ოცნების დეპუტატია.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ფოტოზე ის პირები არიან, ვინც კაპანაძეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ზურგით მდგომი ახალციხეში ოცნების დეპუტატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი