ახალი ამბები

“დეზერტირების ბაზრობის” საწყობში ხანძარია

17 ივლისი, 2017 • 1761
“დეზერტირების ბაზრობის” საწყობში ხანძარია

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ე.წ. დეზერტირების ბაზრობის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ამჟამად ხანძარს 8 ცისტერნით 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი აქრობს.

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ჯგუფის რაოდენობას გაზრდიან.

ხანძარი დეზერტირების ბაზრობაზე ფოტო: ნეტგაზეთი

ხანძარი დეზერტირების ბაზრობაზე ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი