ახალი ამბები

საქართველო PayPal–ის სისტემაში ჩაერთო

10 აპრილი, 2013 • • 1956
საქართველო PayPal–ის სისტემაში ჩაერთო

PayPal–ის ელექტრონულ საგადასახადო სისტემაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა კომპანიასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერავინ ასახელებდა, თუ როდის შეუერთდებოდა საქართველო აღნიშნულ სისტემას. ამ დროისათვის PayPal–ის ელექტრონულ საგადასახადო სისტემაში მსოფლიოს 190–ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. ის მიჩნეულია ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელ ონლაინ გადახდის სისტემად მსოფლიოში. 

 

PayPal–ის საქართველოში არარსებობის გამო მოხმარებლები ვერ ყიდულობდნენ პროდუქციას სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში და აუქციონებზე, როგორიცაა eBay.

მასალების გადაბეჭდვის წესი