“ალადინის” კინოვერსიაში ჯინის როლს უილ სმიტი შეასრულებს

დისნეი “ალადინის” ახალ კინოვერსიაზე მუშაობს, რომლის რეჟისორიც გაი რიჩი იქნება. კინოსტუდიამ ალადინის როლზე ახალგაზრდა მსახიობი მენა მასუდი და ჟასმინის როლზე ნაომი სკოტი შეარჩია. ხოლო ჯინის როლს უილს სმიტი ითამაშებს. ფილმის შესახებ დეტალები D23-ზე გახდა ცნობილი.

ფილმის გადაღებები აგვისტოში ლონდონში დაიწყება. დისნეი ამ ეტაპზე ჯაფარის და იაგოს როლების შემსრულებლებს ეძებს.

“ალადინი” იქნება კიდევ ერთი კინოვერსია დისნეის ახალი კინოსერიიდან, რომელიც მულტფილმების გაცოცხლებას ისახავს მიზნად და სხვა ფილმებთან ერთად მოიცავს “მულანსა” და “მეფე ლომს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი