ახალი ამბები

2.5 კილოგრამი ოქროს საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

17 ივლისი, 2017 • 1942
2.5 კილოგრამი ოქროს საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წითელ ხიდზე ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება 148 000 ლარის ოდენობის ძვირფასი ნაკეთობების წესის დარღვევით გადმოტანა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირს თავისი ავტომანქანით, საბაჟო – გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, დეკლარირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა. 

გამოძიების ცნობით, ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 148 000 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2017 წელს ამოღებულია 13,5 კილოგრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო ღირებულება 910 000 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი