ახალი ამბები

როჯერ ფედერერმა უიმბლდონი მერვედ მოიგო [ფოტორეპორტაჟი]

16 ივლისი, 2017 • 2752
როჯერ ფედერერმა უიმბლდონი მერვედ მოიგო [ფოტორეპორტაჟი]

როჯერ ფედერერმა უიმბლდონის ტურნირი მერვედ მოიგო. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მეცხრამეტედ გაიმარჯვა “დიდი სლემის“ ჩემპიონატებში. ფედერერმა უიმბლდონის ფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი მარტივად დაამარცხა – 6:3, 6:1, 6:4.

პირველი ბრეიკ-პოინტი პირველი სეტის მეოთხე გეიმში ხორვატმა ჩოგბურთელმა მოიპოვა, თუმცა ამის შემდეგ როჯერ ფედერერის ვერც ერთი ჩაწოდება აიღო. შვეიცარიელმა მთელი შეხვედრის განმავლობაში ათიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მარინ ჩილიჩი ტრავმირებული თამაშობდა უიმბლდონის ფინალში, რამაც შვეიცარიელ გამოცდილ ჩოგბურთელს შედარებით გაუმარტივა საქმე. შეხვედრა სულ საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. ამის მიუხედავად, ფედერერი მაინც აშკარა ფავორიტად ითვლებოდა; შვეიცარიელს მთელი ტურნირის განმავლობაში ერთი სეტიც კი არ წაუგია. ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ როჯერ ფედერერმა წელს მეორედ გაიმარჯვა “დიდ სლემზე”.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა კარიერაში უკვე მერვე უიმბლდონი მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია. ჯამში, ფედერერს უკვე 19 დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებული. გარდა ამისა, შვეიცარიელმა ამ გამარჯვებით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – 35 წლის ფედერერი უიმბლდონის ყველაზე ხანდაზმული მოქმედი ჩემპიონია.

დაჯილდოების ცერემონიალი. ფოტო: EPA

დაჯილდოების ცერემონიალი. ფოტო: EPA

ფედერესის ცოლისა და შვილების რეაქცია გამარჯვების შემდეგ. ფოტო: EPA

ფედერესის ცოლისა და შვილების რეაქცია გამარჯვების შემდეგ. ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი კოცნის თასს - შვეიცარიელის რეკორდი. ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი კოცნის თასს – შვეიცარიელის რეკორდი. ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც უიმბლდონის ტურნირის მოგება შეძლო. ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც უიმბლდონის ტურნირის მოგება შეძლო. ფოტო: EPA

მარინ ჩილიჩი ტრამვირებული თამაშობდა ფინალში, თუმცა ფედერერის გამარჯვებას ეს არ აკნინებს, ფოტო: EPA

მარინ ჩილიჩი ტრამვირებული თამაშობდა ფინალში, თუმცა ფედერერის გამარჯვებას ეს არ აკნინებს, ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი უიმბლდონის ჩემპიონია. ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი უიმბლდონის ჩემპიონია. ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი მერვედ აღნიშნავს უიმბლდონის ჩემპიონობას. ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი მერვედ აღნიშნავს უიმბლდონის ჩემპიონობას. ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი და მარინ ჩილიჩი ფინალური შეხვედრის შემდეგ. ფოტო: EPA

როჯერ ფედერერი და მარინ ჩილიჩი ფინალური შეხვედრის შემდეგ. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი