თურქეთში ავარიის შედეგად ანსამბლ “ლამპრების” წევრები დაშავდნენ

ავტობუსი, რომლითაც ქართული ბავშვთა ცეკვის ანსამბლი მგზავრობდა, გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) დღეს ავარიაში მოჰყვა, რის შედეგაცად “ლამპრების” წევრები დაშავდნენ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავენულია 38 ადამიანი. საგარეოს ინფორმაციით, დაშავებულები განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა მოსანახულებლად შემოვლაზეა თურქეთში საქართველოს გენსაკონსულოს სრული შემადგენლობა, რომლებიც ამოწმებენ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. სამინისტროს განცხადებით, ისინი მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან დაშავებულების ოჯახის წევრებთან.

სამინისტროს ცნობით, საკონსულოს თანამშრომლებმა უკვე მოინახულეს დაშავებულები. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, ამ დროისათვის დაშავებულთა ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უტარდებათ სამედიცინო დახმარება.

ავტობუსი, რომლითაც ქართული ანსამბლი მგზავრობდა, ავარიაში მოჰყვა - დაშავდა 38 ადამიანი. ფოტო: FİKRET BODUR/GİRESUN-İHA

ავტობუსი, რომლითაც ქართული ანსამბლი მგზავრობდა, ავარიაში მოჰყვა – დაშავდა 38 ადამიანი. ფოტო: FİKRET BODUR/GİRESUN-İHA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.