ახალი ამბები

“საქართველოს ავიხაზებს” რუსეთმა მოსკოვის მიმართულებით ფრენის სიხშირე შეუზღუდა

15 ივლისი, 2017 • 4524
“საქართველოს ავიხაზებს” რუსეთმა მოსკოვის მიმართულებით ფრენის სიხშირე შეუზღუდა

“საქართველოს ავიახაზები” აცხადებს, რომ რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ მათ მოსკოვის მიმართულებით ფრენის სიხშირე შეუზღუდა და 21-დან 17 სიხშირე დაუტოვა.

“საქართველოს ავიახაზები” მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები ამ ფაქტთან დაკავშირებით.

სააგენტო რია ნოვოსტი აქვეყნებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებას, სადაც საუბარია, რომ ეს შეზღუდვა არის საპასუხო ნაბიჯი თბილისისთვის, რომელთაც მაისის შემდეგ “ურალის ავიახაზებს” არ მისცეს ჟუკოვსკის აერიპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისების შესრულების საშუალება.

“საქართველოს ავიაციამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები რუსეთის მიმართ და “ურალის ავიახაზებს” მისცეს ფრენის საშუალება” – ნათქვამია “რია ნოვოსტის” მიერ გაცრცელებულ განცხადებაში.

“საქართველოს ავიახაზების” დირექტორი გივი დავითაშვილი ამბობს, რომ რეისები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეზღუდეს:

“გვაქვს სიტუაცია, როდესაც რუსული კომპანია ისევ 21 რეისს ასრულებს კვირაში თბილისი-მოსკოვის ხაზზე. ჩვენ დაგვიტოვეს 17 სიხშირე… წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უბრალოდ,  უცებ გააჩერეს ნებართვები,”- განაცხადა “საქართველოს ავიახაზების” დირექტორმა გივი დავითაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

ვთქვათ, იგივე რუსული ავიკომპანიისთვისაც სიხშირე შეეზღუდათ მანამ, სანამ ჯორჯიან ეარვეისის ფრენები არ აღდგებოდა“, –  განაცხადა ჯორჯიან ეარვეისის გენერალურმა დირექტორმა, გივი დავითაშვილმა.

“საქართველოს ავიახაზების” განცხადებით, რუსეთის ფედერაციის  საავიაციო ხელისუფლებამ მან ჯერ ყაზანის მიმაფრთულეით ფრენებზე უთხრა უარი, შემდეგ კი “მოულოდნელად” გამოგზავნა შეტყობინება, რომ “ჯორჯიან ეარვეისისს” უუქმებს კვირაში 4 რეისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით.

“მიუხედავად იმისა რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის შეთანხმებულია რეისების რაოდენობა (3 რეისი დღეში, თითოეული მხრიდან) და ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს გაუუქმა ფრენის ნებართვა, არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა (მით უმეტეს, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად სამოცამდე რეისს ასრულებენ, ქართული ავიაკომპანია კი რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ოცამდე რეისს ასრულებს) და ასეულობით მგზავრი, რომელმაც უკვე შეიძინა ავიაბილეთები, მათი ინტერესების სრული უგულებელყოფით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა,”- აცხადებს “საქართველოს ავიახაზები”.

მათივე განცხადებთ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც ქართული ავიაკომპანიის ინტერესები უნდა დაიცვად, “არ ახდენს რეაგირებას რუსული მხარის მიერ განხორცელებულ უკანონო, ცალმხრივ მოქმედებებზე”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი