აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი სოფელ ყარაფილაში ჩავიდა 14.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“საქართველოს სუვერენიტეტი ირღვევა მეზობლის მიერ” – აშშ-ის ელჩის განცხადებები ყარაფილაში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი სოფელ ყარაფილაში ჩავიდა, სადაც დღეს მოქალაქეთა ჯგუფი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებენ. ელჩმა განაცხადა, რომ აშშ არასოდეს შეეგუება საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას. კელის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა და პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი.

“საქართველოს სუვერენიტეტი ირღვევა მეზობლის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგეუება საქართველოს საზღვრის ცვლილებას და ჩვენ გაგაგრძელებთ ამაზე ხმამაღლა საუბარს. ისეთი ქმედებები, როგორიც არის ეს ნიშანი აქ – არის შეურაცხმყოფელი და ბორდერიზაციის სხვა მცდელობები, რომლებიც ხელოვნურად და არაჰუმანურად ყოფენ ოჯახებს და აქვთ დიდი გავლენა მათზე.

ეს არის ძალიან არაბუნებრივი ქმედება. ძლიერი მხარის მიერ მსგავსი ქმედებით ხალხის გაყოფა ვერ გაგრძელდება. აშშ როგორც არასდროს აღიარებდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შეერთებას საბჭოთა კავშირში, ჩვენ ასევე არასდროს ვაღიარებთ ამ ხელოვნურ ბორდერიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის ასეთ რღვევას. ვისურვებდი, რომ მიოძებნოს სწრაფი გამოსავალი. საქართველო ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან პრაგმატულია. ვისურვებდით, რომ გვენახა უფრო მეტი პროგრესი ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ თანმიმდევრული ქმედებები, ხმამაღლა ვისაუბროთ და განვაგრძოთ საქართველოს მხარდაჭერა,” – განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი სოფელ ყარაფილაში ჩავიდა 14.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი სოფელ ყარაფილაში ჩავიდა 14.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი სოფელ ყარაფილაში ჩავიდა 14.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი სოფელ ყარაფილაში ჩავიდა 14.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აქციის მონაწილეები სოფელ ბერშუეთში, იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი აღმართეს. აღნიშნულ ადგილზე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი