ახალი ამბები

ევროპარლამენტარი: ჰესების მშენებლობისას ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს კლიმატის ცვლილებები

13 ივლისი, 2017 • 1712
ევროპარლამენტარი: ჰესების მშენებლობისას ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს კლიმატის ცვლილებები

„დრო დადგა, საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას შესაბამისი კანონმდებლობა განახლებადი ენერგორესურსების შესახებ,” –  ასე მიმართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპარლამენტის მწვანეთა ალიანსის ჯგუფის წევრმა რებეკა ჰარმსმა ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“. კონფერენცია დღეს გაიხსნა ბათუმში და მასზე სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილება, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოება.

„ჩვენ წინ მივიწევთ განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით. ჩემს ქვეყანას, გერმანიასაც, მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ამ კუთხით. მაკრონმაც დაასახელა თარიღი, როცა ის დაინახავს მხოლოდ ელექტროავტომობილებს, 2030 წელი შორს არ არის,” –  აღნიშნა რებეკა ჰარმსმა.

მისივე თქმით, ჰესების მშენებლობის დროს ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ არსებობს კლიმატის ცვლილებების ამოცანები.

მან ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა, „რაც გვაძლევს საფუძველს, რომ გავცდეთ მილსადენებს,” – აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.

ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკასთან კავშირის შესახებ ისაუბრა გეორგიოს კატრუგალოსმაც. ის საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიული მინისტრია ევროპის საკითხებში:

„ეკონომიკური პოლიტიკის ტრაექტორია სხვადასხვაგვარად ვითარდება. ჩვენ ვერ მივაღწიეთ მტკიცე გადაწყვეტილებაზე კონსენსუსს. სტაბილიზაციის მიღწევა შეუძლებელია დაყოფილ საზოგადიებაში,” – აღნიშნა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი