ახალი ამბები

უწმინდესს მოვასმენინეთ და მისი ლოცვა–კურთხევით მოხდა ეს ამბავი – უცნობი

12 ივლისი, 2017 • 38029
უწმინდესს მოვასმენინეთ და მისი ლოცვა–კურთხევით მოხდა ეს ამბავი – უცნობი

დღეს, 12 ივლისს, სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ციცი ნადირაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც გია გაჩეჩილაძე (უცნობი) კითხულობს ლექსს, ხოლო პარალელურად სქემარქიმანდრიტი სერაფიმე გალობს. ვიდეოს ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

გაჩეჩილაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს წარმოდგენა სოფელ ქანდის მონასტერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა–კურთხევით გაიმართა. კითხვაზე, რასთან დაკავშირებით გაიმართა ეს პერფორმანსი, გაჩეჩილაძე ამბობს:

“ეს არის ელემენტარული აღსარება. უწმინდესის ლოცვა–კურთხევით მოხდა ეს ამბავი. უწმინდესს მოვასმენინეთ და ამის მერე მოხდა ეს ამბავი სოფელ ქანდის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც არის მამა სერაფიმე. მეტი არაფერი… იყო წირვა, შემდეგ კი ზიარება და ამ ყველაფრის მერე მამა სერაფიმემ მთხოვა, რომ შეგვესრულებინა ერთად ეს. არ ვიცი, ალბათ, მრევლიდან გადაიღო ვიღაცამ – ტელეფონით არის გადაღებული, ეტყობა, მაგრამ არ დამინახავს, ვინ გადაიღო, სიმართლე გითხრათ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გია გაჩეჩილაძემ.

გია გეჩეჩილაძისა და  სქემარქიმანდრიტ სერაფიმეს ერთობლივი ნამუშევარი  რადიო “უცნობის” ეთერში 10 ივლისს გავიდა, დღეს კი მუსიკოსისა და სასულიერო პირის არასტუდიური “აღსარება” საზოგადოებამ “ცოცხლად” იხილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი