ახალი ამბები

ანტარქტიდას მოსწყდა ლუქსემბურგზე ორჯერ დიდი ზომის აისბერგი

12 ივლისი, 2017 • 2648
ანტარქტიდას მოსწყდა ლუქსემბურგზე ორჯერ დიდი ზომის აისბერგი

ანტარქტიდას ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყინულის მასა მოსწყდა. აისბერგის ფართობი დაახლოებით 5,800 კვ. კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ლუქსემბურგზე ორჯერ, ლონდონზე კი ოთხჯერ დიდია და ტრილიონ ტონას იწონის. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა, The Guardian ავრცელებს.

ცვლილება ანატაქტიდის ზედაპირზე ამერიკულმა სატელიტმა დღეს დააფიქსირა, როდესაც ამ რეგიონზე დაკვირვებას აწარმოებდა. თუმცა მეცნიერები მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდნენ, რადგან ანტარქტიდის ამ მონაკვეთზე რელიეფს ბზარები აღენიშნებოდა. “ნასას” მკვლევართა ვარაუდით, აისბერგი ანტარქტიდას 10-დან 12 ივლისამდე შუალედში გამოეყო.

h_53637224

The Guardian-ის ცნობით, მიუხედავად ასეთი მასშტაბისა, დღეს აღმოჩენილი აისბერგი ზომით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება B15 აისბერგს, რომელიც ისტორიაში ყველაზე დიდია. B11-ის მასშტაბი 11, 007 კვადრატული კილომეტრი იყო, თითქმის კონექტიკუტის ან იამაკის ზომის. B15 ანტარქტიდას 2000 წელს მპსწყდა.

h_53642958

 

მასალების გადაბეჭდვის წესი