ახალი ამბები

ილიაუნიში მოკლული ლექტორი ქალის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

12 ივლისი, 2017 • 3025
ილიაუნიში მოკლული ლექტორი ქალის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

კავშირ “საფარსs” ცნობით, ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიკა წიწვაძის საქმე, სახელწოდებით “თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ”  სტრასბურგის სასამართლომ განსახილვევლად მიიღო.

“საფარის” ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ  შესაბამისი კითხვები გაუგზავნა მოპასუხე მხარეს, (მთავრობას) შეკითხვები დაკავშირებულია მე-2 მუხლთან, რაც სიცოცხლის უფლებას ეხება და მე-14 მუხლს, დისკრიმინაციის აკრძალვას.

“მოპასუხე მხარემ 2017 წლის 20 ოქტომბრისთვის უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები სარჩელთან და მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს შემდეგ კითხვებს:

[checklist]

  • განახორციელა თუ არა სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულებით დაკისრებული ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომ დაეცვა მარიკა წივწივაძის სიცოცხლე?
  • რა ზომები მიიღო სახელმწიფომ დასახელებული საქმის გამოსაძიებლად? პოლიციის თანამშრომელთა უმოქმედობის კუთხით თუ აღიძრა რომელიმე საქმე?
  • განიცადა თუ არა მსხვერპლმა სქესის ნიშნით დისკრიმინაცია?
  • რადგან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები საქართველოში დაცული არ არიან, მიეკუთვნებოდა თუ არა მსხვერპლი მოწყვლად ჯგუფს?

[/checklist]

2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსის მეორე სართულზე ყოფილმა ქმარმა  ლექტორი მარიამ წივწივაძე ლექციიდან გამოიყვანა და ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მძიმედ დაჭრილი მარიამ წივწივაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩევნა ექიმებმა ვერ შეძლეს. მკვლელობამდე მან რამდენჯერმე მიმართა პოლიციას მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობისa და მუქარის შესახებ, თუმცა პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი