ახალი ამბები

88 დეპუტატს არც ერთი კანონპროექტის ინიცირება მოუხდენია

13 ივლისი, 2017 • 3427
88 დეპუტატს არც ერთი კანონპროექტის ინიცირება მოუხდენია

საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში, 88 დეპუტატს არც ერთი კანონპროექტის ინიცირება მოუხდენია. მმართველი გუნდიდან ყველაზე მეტ კანონპროექტის ინიცირებაზე ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე მუშაობდნენ, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციიდან- რომან გოცირიძე.

რომელი დეპუტატი რამდენ კანონპროექტზე მუშაობდა
Create pie charts

ერთ კანონპროექტზე ან კანონპროექტების პაკეტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხშირად ერთდროულად მუშაობდნენ. არჩევის დღიდან საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს არც ერთი კანონპროექტის ინიცირება მოუხდენიათ. არც ერთი კანონპროექტის ინიცირება მოუხდენია დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილსაც. მრეწველების წევრი პარლამენტში სიმონ ნოზაძე “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად ერთ პაკეტზე მუშაობდა, რომელშიც ხუთი კანონპროექტი იყო მოქცეული.

ქართული ოცნების ხუთმა დეპუტატმა (ნუკრი ქანთარია, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, კობა კობალაძე და კარლო კოპალიანი) არჩევის დღიდან ერთი კანონპროექტის ინიცირებით გამოიჩინეს თავი; „საქართველოს შრომის კოდექსში“ მათ ერთი უქმე დღის “დიდგორობის” დამატება სურდათ, თუმცა “თურქეთის საელჩოს თხოვნით” კანონპროექტი თავადვე შეაჩერეს.

პარლამენტარები, რომლებსაც არ განუხორციელებიათ კანონპროექტის ინიციირება
Create your own infographics

მასალების გადაბეჭდვის წესი