ახალი ამბები

პარლამენტის პლენარულ სხდომებს ყველაზე ხშირად შოთა შალელაშვილი აცდენს

12 ივლისი, 2017 • 4327
პარლამენტის პლენარულ სხდომებს ყველაზე ხშირად შოთა შალელაშვილი აცდენს

საქართველოს პარლამენტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით 10-ზე მეტჯერ მხოლოდ ერთმა დეპუტატმა – შოთა შალელაშვილმა გააცდინა.

შოთა შალელაშვილი პარლამენტში “ქართული ოცნების” პარტიული სიით შევიდა, ამჟამად კი ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” წევრია.

2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით სულ ჩატარდა პარლამენტის 43 პლენარული და რიგგარეშე სესიის სხდომები (მათ შორის, 9 რიგგარეშე სხდომა).

150-დან 73 დეპუტატს აქვს გაცდენილი პარლამენტის 5-ზე ნაკლები პლენარული სხდომა:

ესენი არიან:

  1. აბესაძე ირაკლი
  2. ბეგაძე გიორგი
  3. ბენაშვილი გია
  4. ბერაია ირაკლი
  5. ბობოხიძე აკაკი
  6. გაჯიევი რუსლან
  7. გეგიძე ბიძინა
  8. გოგიჩაიშვილი ლევან
  9. გოგორიშვილი ხათუნა
  10. გოგუაძე ნინო
  11. გოცირიძე ელგუჯა
  12. გოცირიძე რომან
  13. დარზიები მახირ
  14. დასენი ისკო
  15. ენუქიძე გოჩა
  16. ვოლსკი გიორგი
  17. ზურაბიანი ცოტნე
  18. თოლორაია ედიშერ
  19. ინაშვილი ირმა
  20. იოთანამიშვილი რატი
  21. კაპანაძე სერგი
  22. კახიძე ოთარ
  23. კვაჭანტირაძე ზვიად
  24. კილაძე სოფიო
  25. კობერიძე ლევან
  26. კოპალიანი კარლო
  27. კოხრეიძე თეიმურაზ
  28. კუდბა სვეტლანა
  29. კუჭავა კახაბერ
  30. მანუკიანი სამველ
  31. მარშანია ადა
  32. მაჭავარიანი ენძელა
  33. მეზურნიშვილი ირაკლი
  34. მეშვლიანი გოგი
  35. მირზოევი სავალან
  36. მიქაძე გელა
  37. მიქელაძე გრიგოლ
  38. მკოიანი ენზელ
  39. მუჩიაშვილი რომან
  40. მხეიძე დიმიტრი
  41. ნაკაიძე კობა
  42. ნაყოფია კობა
  43. ნიკოლაიშვილი რამაზ
  44. ოქრიაშვილი კახაბერ
  45. პაპუაშვილი ზაზა
  46. პოღოსიანი რუსლან
  47. ჟორჟოლიანი გია
  48. სამხარაული გელა
  49. სამხარაძე დიმიტრი
  50. სესიაშვილი ირაკლი
  51. სონღულაშვილი დავით
  52. სულეიმანოვი აზერ
  53. ტუღუში გიორგი
  54. ფოფხაძე გედევან
  55. ფრუიძე ირინე
  56. ქაცარავა სოფიო
  57. ქვარაია მერაბ
  58. ყაველაშვილი მიხეილ
  59. შიოლაშვილი ირაკლი
  60. ჩუგოშვილი თამარ
  61. ცქიტიშვილი დიმიტრი
  62. ძიძიგური ზვიად
  63. წერეთლი გიგი
  64. წილოსანი ნინო
  65. წულაია ივლიანე
  66. ჭიაბერაშვილი ზურაბ
  67. ჭკუასელი თეიმურაზ
  68. ხახუბია ირაკლი
  69. ხოშტატია ელენე
  70. ხულორდავა თამარ
  71. ხუნდაძე დიმიტრი
  72. ჯაფარიძე ვიქტორ
  73. ჯაში მარიამ

შესწორება: თავდაპირველად მასალაში დაშვებული იქნა უზუსტობა და არასწორად იყო მითითებული იმ დეპუტატების ვინაობა, ვისაც 5-დან 10-მდე გაცდენა ჰქონდათ. ნეტგაზეთს 5-დან 10 გაცდენის მქონე დეპუტატების სიაში შეცდომით ჰქონდა მითითებული იმ დეპუტატების ვინაობა, ვისაც საერთოდ არ გაუცდენია პლენარული სხდომები. თავდაპირველ ვერსიაში “5-ზე ნაკლები გაცდენის” მქონე დეპუტატების ჩამონათვალში იყო იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებსაც საერთოდ არ გაუცდენია პარლამენტის სხდომა. შეცდომა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი