ახალი ამბები

“შერატონ მეტეხი პალასში” ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა

12 ივლისი, 2017 • 1857
“შერატონ მეტეხი პალასში” ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა

თბილისში, “შერატონ მეტეხი პალასში” ხანძრის შედეგაც სამი მუშა დაშავდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი სარდაფში განთავსებულ სავენტილაციო სისტემას გაუჩნდა და 1კვ.მ ფართობი მოიცვა, თუმცა სპეციფიკური შემადგენლობიდან გმაომდინარე, სავენტილაციო სისტემაში გაჩენილმა ცეცხლმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

“ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხდა. ხანძრის შედეგად დაშავდა სამი მუშა, რომლებიც სასტუმროში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი