ახალი ამბები

ჩუგოშვილი: PACE-ში უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნეთო

12 ივლისი, 2017 • 2629
ჩუგოშვილი: PACE-ში უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნეთო

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ PACE-ს ბოლო სესიაზე უკრაინელთა დელეგაცია მათ “ეხვეწებოდა”, სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა დაებრუნებინათ.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“პასეს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ :))
მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს :)),”- წერს ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილის პოსტს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.

“პასეში უკრაინის დელეგაციის უმრავლესობა სწორედ თქვენი გუნდივით ოლიგარქებისა და კორუმპირებული ლიდერების სამსახურში არიან და მათ პარტიებს წარმოადგენენ, ვისაც უკრაინის მომავალი და კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა ისევე აინტერესებთ, როგორც ივანიშვილს, კალაძეს, ფარცხალაძეს, გოგაშვილს და თქვენი გუნდის სხვა მამებს საქართველო,”- უწერს ჩუგოშვილს გიორგი ბარამიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი