ახალი ამბები

ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა

12 ივლისი, 2017 • 4183
ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა

დღეს, 12 ივლისს ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა. ილია ელოშვილი ამ თანამდებობაზე ჩაანაცლებს კახა კალაძეს, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატია.

დამატებითი გენერაციის წყაროების შექმნა განახლებად ნერგიაზე აქცენტირებით, ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონი – ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, ეს მისი სამინისტროს ძირითადი მიზნები იქნება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად. ელოშვილი მინისტრად დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტს ნდობისათვის და განაცხადა, რომ გააგრძელებს ენერგეტიკის სამინისტროში დაწყებულ პროექტებზე მუშაობას.

“ყველა ჩვენი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ამის მისაღწევად ვიმუშავებთ ჩვენ შემდეგი წლების განმავლობაში იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონი გეოგრაფიულად მოითხოვს ჩვენგან მაქსიმალურ ძალისხმევად იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს არამხოლოდ ენერგეტიკულად უსაფრთხო და დამოუკიდებელი, არამედ იყოს მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის,” – აცხადებს ელოშვილი.

ილია ელოშვილი 2012-2016 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

2011-2012 წლებში – ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტიის, Tetra Tech Inc-ის, ხელმძღვანელის მოადგილე.

2010-2011 – შპს “ნიუ ენერჯი”, ტექნიკური დირექტორი;

2008-2010 – ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

2008- შპს “ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია“, გენერალური დირექტორი;

2007-2008 – შპს “ვისოლ პეტროლიუმი”, გენერალური დირექტორის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი