ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სახელმწიფო დუმაში საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა სურთ

11 ივლისი, 2017 • 3984
სახელმწიფო დუმაში საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა სურთ

რუსული სააგენტო tass-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის კუთხით არაფორმალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.

 “გადავწყვიტეთ, შევქმნათ არაფორმალური ჯგუფი. ჯერჯერობით ოფიციალური ჯგუფის შესაქმნელად საქართველოს პარლამენტი მზად არ არის. შევხვდებით დაახლოებით თვეში ერთხელ ჩვენთან და მათთან. დღის წესრიგში იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გამარტივება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. სწორედ ეს საკითხები განიხილებოდა მოლაპარაკების დროსაც”, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის  დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები- ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია, მოსკოვში იმყოფებიან და დუმის დეპუტატებთან მართავენ შეხვედრებს.

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობა თავიდან ბოლომდე ემიჯნება „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს. მისი თქმით, ეს არის პარტიული ვიზიტი, რომელსაც პარლამენტთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი