ახალი ამბები

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

11 ივლისი, 2017 • 1925
საქართველო-ჩეხეთის მატჩზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფეხბურთში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე, სადაც საქართველოს ნაკრები ჩეხ თანატოლებს ეთამაშებოდა, გოლის გაშვების შემდეგ, ტრიბუნებიდან წყლით სავსე ბოთლების სროლა დაიწყეს; ერთი ბოთლი თამაშის მთავარ მსაჯს თავში მოხვდა.თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე დანიელმა მედს კრისტოფერ კრისტოფერსონმა თამაში 10 წუთით შეაჩერა, გუნდები კი გასახდელში გავიდნენ – მას სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. დიდი ალბათობით, უეფა ამ ფაქტის გამო საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ სანქციებს გაატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი