ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ტურისტი მოკლეს

11 ივლისი, 2017 • 4111
აფხაზეთში ტურისტი მოკლეს

ეხო კავკაზას ინფორმაციით, რომელიც გამოცემამ აფხაზეთში სამართალდამცავი ორგანოებიდან ერთ-ერთი წყაროდან მიიღო, დღეს, 11 ივლისს აფხაზეთში, ერთ-ერთ სოფელში, სანაპირო ზოლზე, ავტომატებით შეირაღებული ნიღბიანები რუსი ტურისტების ორ ოჯახს თავს დაესხნენ. ტურისტებს თან ახლდათ სამი მცირეწლოვანი ბავშვი.

როგორც გამოცემა წერს, დამყაჩაღებლებმა ტურისტებს  ძვირფასეულობა, ბეჭდები, სამაჯურები და ფოტოაპარატები გამოსტაცეს. ერთ -ერთმა ტურისტმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მას დანა დაარტყეს. მეორე მათგანმა კი ნიღბიანებს ფული შესთავაზა, რომელიც ბანკომატიდან უნდა ამოეღო. ნიღბიანები მას უახლოეს ბანკომატთან გაჰყვნენ, თუმცა ტურისტმა მათგან გაქცევა და პოლიციის გამოძახება შეძლო.

ტურისტი, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, დაიღუპა. დანარჩენები კი, როგორც პოლიცია ამბობს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ამ დროისთვის ტურისტებზე თავდამსხმელები იძებნებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი