ახალი ამბები

ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ევროპული საქართველოს წარმომადგენელს შეურაცხყოფის გამო სილა გააწნა

11 ივლისი, 2017 • 2330
ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ევროპული საქართველოს წარმომადგენელს შეურაცხყოფის გამო სილა გააწნა

ზუგდიდში ენმ-ისა და ევროპული საქართველოს წევრებს შორის სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირება “სილის გაწნით” დასრულდა. ზუგდიდის საკრებულოს  და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანი წითლიძე წერს, რომ ირაკლი ღურცკაიას ევროპული საქართველოდან სილა გააწნა. მიზეზი, როგორც თვითონ ამბობს,  პიროვნული შეურაცხყოფა იყო.

“ჯერ განმარტება მოვთხოვე შეურაცმხყოფელი კომენტარის გამო, სადაც პიროვნულად მეხებოდა და როდესაც იგივე ტონით მიპასუხა, გავაწანი სილა. ვადასტურებ, რომ სცადა ხელის შემობრუნება და არ გამოუვიდა და მეორედაც მიიღო სილა”, – წერს წითლიძე ფეისბუკზე. მისი თქმით, ეს ამბავი ქალაქის ცენტრში ღურცკაიას კუთვნილ ყვავილების მაღაზიასთან მოხდა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ეს ყველაფერი საბოლოოდ პარტიიდან ლიდერების დიდი ნაწილის წასვლით დასრულდა, რომლებმაც ახალი პარტია ევროპული საქართველო შექმნეს. ევროპულ საქართველოსა და ენმ-ის ლიდერებსა თუ მხარდამჭერებს შორის სოციალურ ქსელებში კამათი ამის შემდეგდაც ხშირად გრძელდება, ბოლო ასეთი შემთხვევა თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. ევროპულმა საქართველმ ზუგდიდში მერის არჩევნებზე ლელა ქებურიას კანდიდატურა დააყენა, რასაც სოციალურ ქსლეებში კამათი მოჰყვა.

წითლიძის მხრიდან სილის გაწნის ფაქტს გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს წევრი ევროპული საქართველოდან ბათლომე შელია, მისი განცხადებით, დაპირისპირება ღურცკაიასა და წითლიძეს შორის მის FB პოსტის ქვეშ, კომენტარებში დაიწყო. შელიას ფეისბუკ გვერდზე ამ დროისთვის ღურცკაიასა და წითლიძეს შორის მხოლოდ ეს მიმოწერა იძებნება.

Screen Shot 2017-07-11 at 5.08.36 PM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი