ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

NATO- საქართველო და სატრანზიტო ვაჭრობა – რა საკითხები განიხილეს რუსულ-ოსურმა მხარეებმა

10 ივლისი, 2017 • 4508
NATO- საქართველო და სატრანზიტო ვაჭრობა – რა საკითხები განიხილეს რუსულ-ოსურმა მხარეებმა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოლეგას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან, დიმიტრი მედოევს შეხვდა. ინფორმაციას მხარეების შეხვედრაზე განხილული ორმხრივი საკითხების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

საუბარი, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, შეეხო ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფას, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია.

გარდა ამისა, მხარეებმა “სამხრეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობის პრობლემა” განიხილეს. როგორც ირკვევა, ამასთან დაკვაშირებით საუბარი შეეხო საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის სწრაფვის საკითხსაც, რომელიც რუსეთისთვის პრობლემურია.

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში ჩრდილოატიკური ალიანსის მეშვეობით საქართველოს გამაგრების საფრთხეების ასაცილებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზი მოკავშირეების თანმიმდევრული მოქმედებები.

რაც შეეხება რუსულ-ოსური შეხვედრის სხვა თემებს, ოფიციალური ინფორმაციითვე, რუსულმა მხარემ დიმიტრი მედოევს ინფორმაცია მიაწოდა რუსულ- ქართული ურთიერთობებისა და პრაღაში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა მორიგი, ბოლო შეხვედრის შესახებ.

“ასევე ვისაუბრეთ რეგიონში სატრანზიტო ვაჭრობის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ასეთი გეგმები და მზაობა სამხრეთ ოსეთის მხრიდან არსებობს, და ეს მნიშვნელოვანია”.

 

დიმიტრი მედოევი, სერგეილ ლავროვი; ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

დიმიტრი მედოევი, სერგეილ ლავროვი; ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი