ახალი ამბები

ზესტაფონში უცხოელ ტურისტზე თავდასხმაზე გამოძიება მიმდინარეობს

10 ივლისი, 2017 • 2633
ზესტაფონში უცხოელ ტურისტზე თავდასხმაზე გამოძიება მიმდინარეობს

ზესტაფონში ძარცვისა და ცემის ბრალდებით რამდენიმე ადამიანის მიმართ გამოძიება დაიწყო, რომლებმაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირანელ ტურისტს დაესხნენ თავს.

შსს-ს ცნობით, 8 ივნისს ზესტაფონში მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 178-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს ცემას და ძარცვას. პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები დაადგინეს, ახმჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებზე შსს არ გვპასუხობს.

მომხმარებელმა, რომელიც ინგა ჩუბინიძის სახელით სოციალურ ქსელ ფეისბუკშია დარეგისტრირებული, დაწერა რომ ირანელი ტურისტების ავტობუსი საკონდიტროსთან გაჩერდა, საიდანაც ტურისტები გადმოვიდნენ. ინგა ჩუბინიძის თქმით, როგორც მან იცის, ტურისტმა სიწმინდე წაბილწა, რისი გულისთვისაც ადგილობრივებმა “პასუხი მოსთხოვეს”.

ჩუბინიძის თქმით, სულ ოთხნი იყვნენ, ამათგან სამი არასრულწლოვანი იყო, ისინი არ დაუკავებიათ, ხოლო ერთი სრულწლოვანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი