ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

იუნესკომ გელათის მონასტერი ბაგრატის გარეშე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა

10 ივლისი, 2017 • 14006
იუნესკომ გელათის მონასტერი ბაგრატის გარეშე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დატოვა

იუნესკოს გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად  ნუსხაში დამუკიდებელი სტატუსით დაბრუნდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “იუნესკოს” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომისიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ შეიცვალა გელათის მონასტრის საზღვრები და საშიშროების წინაშე მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ძირითად ნუსხაში ბაგრატის ტაძრის გარეშე გადავიდა.

ამ საკითხზე განცხადება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. სამინისტროს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან, რაც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გაითვალისწინა და მონასტერი სიაში დააბრუნა.

ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა 41-ე სესიაზე მიიღო, რომელიც პოლონეთში იმართება. გელათისგან განსხვავებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში არ დაბრუნებულა ბაგრატის ტაძარი.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში  1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი