ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

ცენზურა სომხეთში: კინოფესტივალი არ აჩვენებს ფილმებს ლგბტ თემაზე

10 ივლისი, 2017 • 4905
ცენზურა სომხეთში: კინოფესტივალი არ აჩვენებს ფილმებს ლგბტ თემაზე

ლგბტ თემაზე გადაღებულ ორ ფილმს, რაც ერევნის კინოფესტივალის [“ოქროს გარგარი”] არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში უნდა გასულიყო, აღარ აჩვენებენ. ინფორმაციას სომხური საინფორმაციო ვებგვერდი epress.am ავრცელებს.

არასაკონკურსო პროგრამაში “ხედვა შიგნიდან და გარედან”, რომელიც 9 ივლისს უნდა დაწყებულიყო, ლგბტ თემატიკაზე გადაღებული ორი ფილმი – “მომისმინე: უცნობი ისტორიები სიძულვილის საპირისპირო მხარეს “და “გარგრის ბაღები” შევიდა.

Pink Armenia-ს [“საზოგადოებრივი ინფორმაცია და ცოდნის საჭიროება”] მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კინემატოგრაფისტთა კავშირმა, რომლის შენობაშიც უნდა გასულიყო ფილმები, გადაწყვიტა ცენზურას მიმართოს და ფილმები არასაკონკურსო პროგრამიდან ამოიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პროგრამა გაუქმდებოდა.

“კინემატოგრაფისტთა კავშირში შეგვატყობინეს, რომ გლოვა აქვთ [23 ივნისს კავშირის თავმჯდომარე რუბენ გევორგიანცი გარდაიცვალა] და არანაირი ფილმს არ გაუშვებენ. საბოლოოდ კინოფესტივალმა გადაწყვიტა, მთელი პროგრამა [40 ფილმი] ამოიღოს ჩვენებიდან. ეს ფილმები შეეხებოდა სხვა პრობლემებსაც სოციალური სფეროდან, ყარაბაღის კონფლიქტს და ა.შ”.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომხდარში დამნაშავე რამდენიმე ადამიანია, რომლებიც კვლავ დაუპირისპირდნენ სომხურ კინოინდუსტრიას.

“კინემატოგრაფისტთა კავშირის გადაწყვეტილებამ ფაქტიურად აჩვენა, რომ ისინი იცავენ არა კინოწარმოების, არამედ რამდენიმე ადამიანის ინტერესებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფილმი არ შეიძლება ლგბტ თემის პრობლემებს შეეხებოდეს. ამ ადამიანების მიდგომა საბჭოთა პერიოდის ცენზურის მსგავსია, როდესაც რეჟისორებს უკრძალავდნენ ეკლესიის ან სომეხთა გენოციდის თემებთან შეხებას”.

ორგანიზაცია სომხეთის კინომწარმოებლებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვან. ასევე, Pink Armenia კულტურის სამინისტროს, კინოფესტივალის ერთ-ერთ ოფიციალურ პარტნიორს მოუწოდებს, დაგმოს მომხდარი, რათა მომავალში მსგავსი ცენზურა გამოირიცხოს და აღნიშნული პროგრამა აღდგეს.

“ასევე, მოვუწოდებთ კინოფესტივალის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია”, – აცხადებენ განცხადების ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი