ახალი ამბები

ხანძარი ფოთის სავაჭრო ცენტრში – დამწვარია 500 კვ.მ. ფართობი

10 ივლისი, 2017 • 2269
ხანძარი ფოთის სავაჭრო ცენტრში – დამწვარია 500 კვ.მ. ფართობი

10 ივლისს, გამთენიისას, ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რიხ შედეგადაც 500 კვ.მ. ფართობი დაიწვა. ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს ცეცხლი. ასევე არ არის ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა ხანძრის შედეგად.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის ჩაქრობას, ჯამში, 9 სახანძრო მანქანა ცდილობდა. მათი ცნობით, თავდაპირველად ადგილზე მხოლოდ ფოთის სახანძრო ბრიგადები მუშაობდნენ, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო საჭირო გახდა ფოთის პორტის, ზუგდიდის, სენაკის და ხობის სახანძრო ბრიგადების დახმარებაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს ცეცხლის არც ერთი კერა. როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, ხანძრის შესახებ მათთან ზარი 112–იდან შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი