ახალი ამბები

ანონსი – 10 ივლისი

9 ივლისი, 2017 • 1983
ანონსი – 10 ივლისი

10:30 – საიაში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: „ირაკლი ხოფერიას საქმეში გამოკვეთილი ახალი გარემოებები“.

12:00  –  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე – მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის – მოძრაობა C ჰეპატიტის გარეშე.

12:00 –  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თავის ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61) მართავს პრესკონფერენციას, რომელზეც წარმოადგენს საკუთარ პოზიციას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში მოსალოდნელ ცვლილებებსადა ცვლილებების ინიცირებისა და განხილვის პროცესის შესახებ. პრესკონფერენციაზე ასევე გაკეთდება კომენტარები 30  ივნისს პარლამენტის მიერ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე.

14:00 –  მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესახებ ჰოლიდაი ინის საკონფერენციო დარბაზში ადვოკატები პრესკონფერებციას გამართავენ.

16:00 –   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე მოაწერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი