ახალი ამბები

ზუგდიდში “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი ლელა ქებურია იქნება

9 ივლისი, 2017 • 2691
ზუგდიდში “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი ლელა ქებურია იქნება

“ევროპული საქართველოს” სახელით თვითმმართველობის არჩევნებში ზუგდიდის მერად კენჭს ლელა ქებურია იყრის. ქებურია დღეს პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე წარადგინა.  ბაქრაძემ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

დავით ბაქრაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატი  “ევრიპული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე დაასახელა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ქალთა ორგანიზაცია იმუშავების ქალების როლის გაძლიერებაზე პოლიტიკაში და შეეცდება მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების დამარცხებას:

“ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, ჩვენს ქვეყანაში ქალები ვართ უმრავლესობაში, მაგრამ დღეს ჩვენი ხმა საკმარისად არ ისმის პოლიტიკაში. დროა ავიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე”- თქვა პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი