ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მწერლები მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების მოთხოვნით პეტიციას ავრცელებენ

ქართველი მწერლები მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო პენ-ცენტრს მიმართავენ. როგორც მწერლების მიერ გავრცელებულ პეტიციაშია ნათქვამი, ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ჩართოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში საქართველოს მხარი დაუჭიროს.

მთავრობის გარდა პეტიციის ადრესატი საერთაშორიო პენ-ცენტრიცაა. მწერლები მოუწოდებენ უცხოელ კოლეგებს, ხმა აიმაღლონ რუსეთის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ.


 

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ ქართველი მწერლების მიერ გავრცელებული პეტიციის ტექსტს:

 

 

 

“საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. თავისუფლება მეზობელ იმპერიებთან მრავალსაუკუნოვან დაუღალავალ ბრძოლაში მოიპოვა და სხვა ქვეყნებსაც  არაერთხელ აჩვენა თავგანწირული ბრძოლის მაგალითი.

რუსეთ–საქართველოს 1990–1992 წლების სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონის), ხოლო 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ქართული მიწების ოკუპაცია და ეთნიკური ქართველების გენოციდი. ეს შეუქცევადი პროცესები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომით გაგრძელდა.

2008 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამავდროულად რუსეთი თვითნებურად დადგენილ საზღვრებს პერმანენტულად აფართოებს – განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას.

ამის შედეგია ის, რომ დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, სულ რაღაც 400 მეტრი აშორებს.

ჩვენ, ქართველი მწერლები, საქართველოს მთავრობისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ნება-სურვილი და გულისტკივილი, სასწრაფოდ მოახდინოს სათანადო, ქმედითი რეაგირება მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ – ატეხოს განგაში,  მსოფლიოს ცხადად გააგებინოს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ჩართოს ყველა საერთაშორისო სეგმენტი თუ ორგანიზაცია,  მუდმივად აპროტესტოს მცოცავი ოკიპაციის  პროცესი ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროს.

ასევე მივმართავთ მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, ჩვენს კოლეგებს ყველა ქვეყანაში, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია მთავარი ფასეულობებია, – აიმაღლონ ხმა იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ.

დღეს მსოფლიო, როგორც არასდროს, ერთსულოვნად სოლიდარულია თავისუფალი, დემოკრატიული პრინციპების მიმართ და, შესაბამისად, ისეთივე მნიშვნელოვანია ერთი ქვეყნის, ერთი ერის განსაცდელი, როგორც მთელი კაცობრიობისა.

გვჯერა ამ ერთსულოვნებისა და საერთაშორისო თანადგომის”.

დიანა ანფიმიადი

ინა არჩუაშვილი

ლუკა ბაქანიძე

ზაზა ბიბილაშვილი

რეზო გეთიაშვილი

ანა გრიგი

ნინო გუგეშაშვილი

თეონა დოლენჯაშვილი

ნატა ვარადა

გიორგი ზანგური

ლაშა თაბუკაშვილი

რეზო თაბუკაშვილი

ნატო ინგოროყვა

გიორგი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე

ზვიად კვარაცხელია

ლადო კილასონია

ბაჩო კვირტია

ირაკლი ლომოური

მაკა ლდოკონელი

შორენა ლებანიძე

გიორგი ლობჟანიძე

ირმა მალაციძე

გურამ მეგრელიშვილი

მანანა მენაბდე

რობერტ მესხი

სოსო მეშველიანი

მიხო მოსულიშვილი

გაგა ნახუცრიშვილი

ქეთი ნიჟარაძე

ზურაბ რთველიაშვილი

დავით რობაქიძე

ნათია როსტიაშვილი

ნინია სადღობელაშვილი

ზურა სამადაშვილი

ლელა სამნიაშვილი

ეკატერინე ტოგონიძე

თამრი ფხაკაძე

გურამ ქართველიშვილი

ბექა ქურხული

ლექსო ქურხული

ცირა ყურაშვილი

პაატა შამუგია

ბელა ჩეკურიშვილი

გელა ჩქვანავა

თემურ ჩხეტიანი

თამაზ ჭილაძე

მარიამ წიკლაური

ვახტანგ ჯავახაძე

ირაკლი ჯავახაძე

კატო ჯავახიშვილი

მაკა ჯოხაძე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი