9047

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ვენახი და ერთწლოვანი კულტურები დააზიანა

დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად რამდენიმე სოფელში ვენახი და ერთწლოვანი კულტურები დაზიანდა. როგორც ლაგოდეხის გამგებლის მოადგილე, გიორგი ბოკერია ამბობს, სეტყვა დაახლოებით ორი წუთი გრძელდებოდა და დიდი ინტენსივობით არ გამოირჩეოდა, თუმცა მოსახლეობას ზარალი მაინც მიადგა.

გამგებლის მოადგილის თქმით, სტიქიმ ლელიანის ნინიგორის, გიორგეთისა და აფენის თემის სოფლები დააზარალა. ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი