ახალი ამბებირეკლამაფოტოხელოვნება

შენი ზღაპარი “აუხდენელ ბაღებში”- ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა

10 ივლისი, 2017 • 14961
შენი ზღაპარი  “აუხდენელ ბაღებში”-  ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა

არტისტს სურს, რომ თითოეულ ნახატში ყველა მნახველმა საკუთარი ზღაპარი აღმოაჩინოს. “აუხდენელი ბაღების” ავტორის, ახალგაზრდა მხატვრის, ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა „თიბისი სტატუსისა“ და Buyers.ge-ს ორგანიზებით Buyers.ge -ს სამუშაო სივრცეში გაიხსნა.

გამოფენაზე მულტიმედია არტისტმა, ნახატებთან ერთად, ინსტალაციები და სკულპტურები წარმოადგინა. ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა.

მხატვარი 1995 წელს თბილისში დაიბადა. ხატვა ბავშვობაში დაიწყო და შემდეგ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი განათლებაც მიეღო. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, მაგრამ იქ სწავლა მალევე შეწყვიტა, რადგან გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად უკეთ განვითარდებოდა, როგორც ხელოვანი. მუშაობა მხატვრების ჯგუფთან „Stupid Kids Factory” გააგრძელა.

ჯგუფთან ერთად მხატვარმა ორ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელოსნოში „Stupid Kids Factory”-ში გამართულ გამოფენაში „Magic Room” (თბილისი, 2013) და „Summer Leftovers” (თბილისი, 2013). 2016 წელს ანკამ “პროექტ 12”-ში მიიღო მონაწილეობა – მისი ნამუშევარი თიბისი ბანკის სტიკერის დიზაინად შეირჩა და ბანკის ორგანიზებით, პროექტში მონაწილე სხვა 11 თანამედროვე მხატვართან ერთად ფაბრიკას სივრცეში გამოიფინა.  

გამოფენა სახელწოდებითაუხდენელი ბაღები” 23 ნამუშევარს აერთიანებს. მასზე ანკა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, გამოფენას, ერთი მხრივ, საერთო კონცეფცია არ გააჩნია. მას სურს, რომ თითოეულ ნახატში ყველა მნახველმა საკუთარი ზღაპარი აღმოაჩინოს. საერთო მხოლოდ ერთი პერსონაჟი ბიჭია, რომელიც პირველად ფაიფურის ჭურჭლის მოსახატად შექმნა. ანკას მცდელობაა „აუხდენელი ბაღებით“ თავისი უტოპიური სამყარო შექმნას.   

მხატვარმა გამოფენაზე ნახატებთან, სპეციალურად მოწყობილ მაგიდებზე, ათობით სხვადასხვა ძველი ნივთისაგან შექმნილი ინსტალაცია გამოფინა.

როდესაც ვხატავ მაგიდებზე ყოველთვის ბევრი ნივთი მიწყვია. ნივთების აქ მოტანა კი კიდევ ერთი მცდელობა იყო, რომ მნახველამდე ის გარემო და შეგრძნებები მომეტანა, რასაც ნახატების შექმნის პროცესში ვგრძნობ,” – ამბობს ანკა.

ანკა ბოჭორიშვილს დეტალური გეგმები ჯერ არ აქვს და ზუსტად არ იცის მომავალ გამოფენას როდის, ან რა თემაზე მოაწყობს, მაგრამ მუშაობას აგრძელებს და ამ ეტაპზე უკვე სკულპტურებზე მუშაობით არის დაინტერესებული.

ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა სახელწოდებით “აუხდენელი ბაღები” 08.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ჩვენ ადრეც ვითანამშრომლეთ ანკა ბოჭორიშვილთან პლატფორმაზე “12”, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისთვის. ამჯერად, ანკამ უკვე ახალი ნამუშევრები წარმოადგინა. პირველად სცადა მან გრაფიკის გარდა, სხვა მედიებში მუშაობაც. ანკას გრაფიკული ნამუშევრების ნაწილი განთავსდება უკვე თიბისი სტატუსის შეხვედრების სივრცეებში. გრძელვადიანი მიზანი ამ გამოფენის არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაციას. თიბისის ამოცანაა, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს ჩვენი მხრივ, ყველა საჭირო რესურსით დავეხმაროთ,” – ამბობს თიბისი ბანკის არტ კურატორი ნინა ახვლედიანი.

Buyers.ge „თიბისი სტატუსის“ ახალი პარტნიორია. მალე Buyers.ge-სა და „თიბისი სტატუსს“ მომხმარებლებისთვის სხვა ერთობლივი პროექტებიც ექნებათ. Buyers.ge-ზე უკვე იყიდება ანკა ბოჭორიშვილის ნამუშევრებიც.  

ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა სახელწოდებით “აუხდენელი ბაღები” 08.07.17 ფოტო: თიბისი ბანკი

ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა სახელწოდებით “აუხდენელი ბაღები” 08.07.17 ფოტო: თიბისი ბანკი

ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა სახელწოდებით “აუხდენელი ბაღები” 08.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა სახელწოდებით “აუხდენელი ბაღები” 08.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი