ახალი ამბები

ბოთლების სროლა ტრიბუნებიდან და საქართველოს მარცხი ჩეხეთის U19 ნაკრებთან

8 ივლისი, 2017 • 3164
ბოთლების სროლა ტრიბუნებიდან და საქართველოს მარცხი ჩეხეთის U19 ნაკრებთან

საქართველოში მიმდინარე ევროპის U19 ევროპის ჩემპიონატს საქართველო გამოეთიშა – დღეს, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე, ქართველი ფეხბურთელები ჩეხ თანატოლებთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

ჩეხებმა ორივე გოლი კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ გაიტანეს. მეორე გოლის გაშვების შემდეგ ქართველმა მაყურებელმა ტრიბუნებიდან წყლის ბოთლების სროლა დაიწყო, რა დროსაც შეხვედრის მთავარი მსაჯი დაშავდა – მას თავში მოხვდა წყლით სავსე ბოთლი.

ინციდენტის შემდეგ დანიელმა მედს კრისტოფერ კრისტოფერსონმა თამაში 10 წუთით შეაჩერა, გუნდები კი გასახდელში გავიდნენ – მსაჯს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. დიდი ალბათობით, უეფა ამ ფაქტის გამო საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ სანქციებს გაატარებს.

საქართველოს U19 ნაკრებს ეს თამაში უეჭველად უნდა მოეგო იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასულიყო, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. შემდეგ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან პორტუგალია და ჩეხეთი გავიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი