ახალი ამბები

მთავარ მსაჯს ტრიბუნიდან ბოთლი თავში გაარტყეს – საქართველო VS ჩეხეთი დროებით შეწყდა

8 ივლისი, 2017 • 3998
მთავარ მსაჯს ტრიბუნიდან ბოთლი თავში გაარტყეს – საქართველო VS ჩეხეთი დროებით შეწყდა

მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე მიმდინარე ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე, სადაც საქართველოს ნაკრები ჩეხ თანატოლებს ეთამაშება, გოლის გაშვების შემდეგ, ტრიბუნებიდან წყლით სავსე ბოთლების სროლა დაიწყეს; ერთი ბოთლი თამაშის მთავარ მსაჯს თავში მოხვდა.

თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე დანიელმა მედს კრისტოფერ კრისტოფერსონმა თამაში 10 წუთით შეაჩერა, გუნდები კი გასახდელში გავიდნენ – მას სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. დიდი ალბათობით, უეფა ამ ფაქტის გამო საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ სანქციებს გაატარებს.

საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალში გასასვლელად ჩეხეთთან მოგება სჭირდება, თუმცა 20 წუთის დასრულებამდე ორბურთიანი სხვაობით მარცხდება მეტოქესთან. ორივე გოლი ჩეხებმა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ გაიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი